Daredevil – სიმართლე და სიბრმავე

1

სამართლიანობის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში ჩაბმული გმირის ყურება, რომელიც გამორჩეული სუპერძალებით არ სარგებლობს, ბევრად ამაღელვებელი და საინტერესო  შეიძლება იყოს, ვიდრე სხვა, გაცილებით მასშტაბური და ეპიკური სუპერგმირის ისტორია.  Daredevil-ის უპირატესობად მხოლოდ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის ბრმაა და მაინც ხედავს –  გაძლიერებული სმენის მეშვეობით რეალობის რეპროდუქციას ახდენს გონებაში. წაიკითხე მეტი

‘სიყვარული’ და საზოგადოების ინფანტილიზაცია

love-movie-gaspar-noe-02

“იქნებ ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი ხელოვანები, როგორებიც თავი გვეგონა. იქნებ ეს ყველაფერი ნეხვია.” – ამბობს გასპარ ნოეს ‘სიყვარულის’ მთავარი გმირი მერფი, რომელიც დამწყები რეჟისორია. გასპარ ნოეს ჩვეული ილეთებიდან გამომდინარე, ეს ფრაზა შეიძლება წავიკითხოთ როგორც ირონიული მეტაკომენტარი თავად იმ ფილმზე, რომელსაც ვუყურებთ. ოღონდ მისი გულწრფელი წაკითხვა უფრო ზუსტ შეფასებამდე მიგვიყვანს: გასპარ ნოე საშუალო დონის რეჟისორია, ‘სიყვარული’ კი – შიგადაშიგ ლამაზი, მაგრამ მაინც უაღრესად ბანალური ფილმი. ბანალური, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პორნოგრაფიული.

წაიკითხე მეტი

The Hateful Eight – ხსნის სამსჯავრო

hateful-eight

არავის გამოჰპარვია, რომ შურისძიების კინემატოგრაფიული რეპრეზენტაცია კვენტინ ტარანტინოს ბოლოდროინდელ აკვიატებად იქცა. დაკვირვებული მკითხველი იმასაც შეამჩნევდა, რომ რეჟისორი აღნიშნულ თემას 90-იანების დასაწყისიდანვე უტრიალებდა და “მოკალი ბილი” ამ ფრთხილ მოსინჯვათა სერიების ლოგიკურ დაგვირგვინებად მოსჩანდა. მაგრამ, “უსახელო ნაბიჭვრებიდან” მოყოლებული, შურისძიების პრობლემატიკამ ახალი ჰორიზონტი – ისტორია აღმოაჩინა.

წაიკითხე მეტი

Star Wars – ძველის გამოღვიძება

star-wars-posters-pic

“ვარსკვლავური ომების” პირველი ტრილოგიიდან დაახლოებით ოცი წელი იყო გასული, ლუკასის მიერ გადაღებული ახალი ეპიზოდები რომ გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში აღფრთოვანებული ადამიანები წინასწარ იქმნიდნენ მოლოდინებს, როგორი იქნებოდა ახალი, “პირველი” სერია და გამოშვებამდე კვირებით ადრე კინოდარბაზებთან ცოცხალ რიგში დგებოდნენ.

წაიკითხე მეტი

Downton Abbey: ჩვენი ვნება და უხამსობა

DowntonAbbeySeason4-Cast

‘დაუნტონის სააბატოზე’, რომლის უკნასკნელი სეზონი ახლახან დასრულდა, რაც მე ვიტირე იმდენი არც ერთ შოუზე მიტირია. ვიტირე რომ მოკვდა ლედი სიბილი, ვიტირე ანას და მისტერ ბეიტსის რომანის ყველა პერიპეტიაზე. ბოლოს ტომას ბეროუს მარტოობაზეც კი წამომეტირა. რას ნიშნავს რომ დაუნტონმა ამატირა?

წაიკითხე მეტი