Game of Thrones

Daredevil – სიმართლე და სიბრმავე

1

სამართლიანობის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში ჩაბმული გმირის ყურება, რომელიც გამორჩეული სუპერძალებით არ სარგებლობს, ბევრად ამაღელვებელი და საინტერესო  შეიძლება იყოს, ვიდრე სხვა, გაცილებით მასშტაბური და ეპიკური სუპერგმირის ისტორია.  Daredevil-ის უპირატესობად მხოლოდ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის ბრმაა და მაინც ხედავს –  გაძლიერებული სმენის მეშვეობით რეალობის რეპროდუქციას ახდენს გონებაში. წაიკითხე მეტი

Star Wars – ძველის გამოღვიძება

star-wars-posters-pic

“ვარსკვლავური ომების” პირველი ტრილოგიიდან დაახლოებით ოცი წელი იყო გასული, ლუკასის მიერ გადაღებული ახალი ეპიზოდები რომ გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში აღფრთოვანებული ადამიანები წინასწარ იქმნიდნენ მოლოდინებს, როგორი იქნებოდა ახალი, “პირველი” სერია და გამოშვებამდე კვირებით ადრე კინოდარბაზებთან ცოცხალ რიგში დგებოდნენ.

წაიკითხე მეტი

მარსელი – სიცილი სიკვდილის პირისპირ

martian-gallery3-gallery-image

სათავგადასავლო სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულისთვის პირველადი ინფორმაცია “მარსელზე” შთამბეჭდავია, რა შეიძლება იყოს მარსზე მარტო დარჩენილი ასტრონავტის ისტორიაზე საინტერესო? ანუ, ისტორია ადამიანზე, რომელსაც ერთდროულად უწევს ეგზისტენციალური ომი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სრულიად უცხო გარემოსთან ადაპტირება და უამრავი ნოვატურული იდეის მოფიქრება, რომ გადარჩეს და უკან, დედამიწაზე დაბრუნდეს.

წაიკითხე მეტი