ბეტმენი: ლატენტური ჰომოსექსუალობის მეტაფორა


CUhv9NVUEAA4CDD

ბეტმენი გეია. პირველად ეს იდეა ჩემ ერთ ბეტმენის ფანატიკოს ახლობელს რომ გავუმხილე, სახე მოეჭმუხნა და ბეტმენის მითოლოგიის ზედაპირული ლოგიკით დამიპირისპირდა: როგორ შეიძლება ბეტმენი გეი იყოს, როცა ის ჰეტერო პერსონაჟად არის შექმნილი და მისი პირადი ცხოვრების სიუჟეტებში მხოლოდ ქალებთან ურთიერთობას ვხედავთ? წაიკითხე მეტი

‘სიყვარული’ და საზოგადოების ინფანტილიზაცია

love-movie-gaspar-noe-02

“იქნებ ჩვენ არ ვართ ისეთი დიდი ხელოვანები, როგორებიც თავი გვეგონა. იქნებ ეს ყველაფერი ნეხვია.” – ამბობს გასპარ ნოეს ‘სიყვარულის’ მთავარი გმირი მერფი, რომელიც დამწყები რეჟისორია. გასპარ ნოეს ჩვეული ილეთებიდან გამომდინარე, ეს ფრაზა შეიძლება წავიკითხოთ როგორც ირონიული მეტაკომენტარი თავად იმ ფილმზე, რომელსაც ვუყურებთ. ოღონდ მისი გულწრფელი წაკითხვა უფრო ზუსტ შეფასებამდე მიგვიყვანს: გასპარ ნოე საშუალო დონის რეჟისორია, ‘სიყვარული’ კი – შიგადაშიგ ლამაზი, მაგრამ მაინც უაღრესად ბანალური ფილმი. ბანალური, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პორნოგრაფიული.

წაიკითხე მეტი

Downton Abbey: ჩვენი ვნება და უხამსობა

DowntonAbbeySeason4-Cast

‘დაუნტონის სააბატოზე’, რომლის უკნასკნელი სეზონი ახლახან დასრულდა, რაც მე ვიტირე იმდენი არც ერთ შოუზე მიტირია. ვიტირე რომ მოკვდა ლედი სიბილი, ვიტირე ანას და მისტერ ბეიტსის რომანის ყველა პერიპეტიაზე. ბოლოს ტომას ბეროუს მარტოობაზეც კი წამომეტირა. რას ნიშნავს რომ დაუნტონმა ამატირა?

წაიკითხე მეტი

შეშლილი მაქსი – ძლიერი ქალის ფემინიზმის მიღმა

mad-max-fury-road

2015 წლის ყველაზე ფემინისტური მოვლენა რაც პოპულარულ კულტურაში მინახავს, შეშლილი მაქსის ახალი ვერსია იყო. სანამ ფილმს ვნახავდი, ინტერნეტში გადავაწყდი მოწოდებებს მისი ბოიკოტისკენ, რომელსაც შეურაცხოფილი ‘კაცთა მოძრაობის’ ლიდერები მოითხოვდნენ. (‘კაცთა მოძრაობაზე’ მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ეს არის ტროგლოდიტური მოძრაობა რომელსაც მიაჩნია რომ ქალთა უფლებების მოხვეჭა კაცთა უფლებებს აქვეითებს და ფემინისტების მიერ კაცთა ‘ჩაგვრას’ ებრძვის. ანუ ის სასაცილოა.)

წაიკითხე მეტი

ჩვენ შესახებ

ჩვენ გთავაზობთ:

  • ყოველკვირეულ ბლოგს, პოპულარული კულტურის სხვადასხვა ნიმუშებზე. შოუებზე, ფილმებზე, და შიგადაშიგ, თამაშებსა და ლიტერატურაზე;
  • ყოველთვიურ ვიდეო-ბლოგს, თანამედროვე კულტურის გამოვლინებებზე, რომლებსაც ზოგადი თემები აერთიანებს;
  • პოდკასტს, სადაც სხვადასხვა სატელევიზიო სერიალებს ეპიზოდების მიხედვით განვიხილავთ.

ჩვენთან სპოილერებია!

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე