Mr. Robot – ჯანყი მომავლის გარეშე

robot1

უეჭველია, პოპ-კულტურული ანტი-კაპიტალიზმი თანამედროვე სამყაროში კარგად იყიდება. ერთნი – ამ მარკეტინგული წარმატებით გაღიზიანებულნი – თავად მასობრივი კულტურის ნაწარმს უტევენ. მეორენი კიდევ უფრო შორს მიდიან – ყურადღებას თავად ამ ნაწარმის წარმოების პირობებზე ამახვილებენ და პოპ-კულტურის აღზევებასა და ჩვენს რუტინაში მისი პროდუქტების ყოველდღიურ დასწრებულობას აკრიტიკებენ. მაგრამ ამ პოზიციებს ხშირად ისეთი დეტალები გამორჩებათ ხოლმე, რომლებიც, თავად პოპ-კულტურას დასახავდა წინააღმდეგობის, წყვეტებისა და დაძაბულობების სივრცედ, სადაც ანტი-კაპიტალისტურ ჟესტთა სიმრავლეში სუბვერსიულსა და კონფორმულს, წარმატებულსა და წარუმატებელს, ღირებულსა და არაღირებულს გავარჩევდით.

წაიკითხე მეტი

The Hateful Eight – ხსნის სამსჯავრო

hateful-eight

არავის გამოჰპარვია, რომ შურისძიების კინემატოგრაფიული რეპრეზენტაცია კვენტინ ტარანტინოს ბოლოდროინდელ აკვიატებად იქცა. დაკვირვებული მკითხველი იმასაც შეამჩნევდა, რომ რეჟისორი აღნიშნულ თემას 90-იანების დასაწყისიდანვე უტრიალებდა და “მოკალი ბილი” ამ ფრთხილ მოსინჯვათა სერიების ლოგიკურ დაგვირგვინებად მოსჩანდა. მაგრამ, “უსახელო ნაბიჭვრებიდან” მოყოლებული, შურისძიების პრობლემატიკამ ახალი ჰორიზონტი – ისტორია აღმოაჩინა.

წაიკითხე მეტი

The Revenant: კოლონიური კაპიტალიზმი და “ფესვების ნარატივი”

Rev1

ალეხანდრო ინარიტუს უკანასკნელი ფილმის, “The Revenant”-ის გარშემო წარმართული დისკუსია ლეონარდო დიკაპრიოს სამსახიობო კარიერის ნიუანსებსზე ჭორაობამ დაიპყრო. ეს მითქმა-მოთქმა ფილმის “ოსკარებზე” ნომინირებამ კიდევ უფრო გაამძაფრა. არადა ფილმის შესახებ სასაუბრო ბევრია – განსაკუთრებით მათთვის, ვინც სერიოზულად მოეკიდა “The Revenant”-ის ამბიციურ მცდელობას, შეჭიდებოდა აქტუალურ თემათა მთელ სერიებს.

წაიკითხე მეტი